„ვხედავთ ისტორიული აბრეშუმის გზის ხელახალ აღორძინებას და სლოვაკეთს სურს, თავისი როლი შეასრულოს აღნიშნულ პროცესში“ – სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე „გლობალური ვაჭრობის განახლება“ სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა ვლადიმირ სიმონიაკმა აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ პროცესში სლოვაკეთის ჩართულობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის დიდი პატივია თბილისში ვიზიტი. ისტორიული აბრეშუმის გზა ჩვენს წინაშე ხელახალ აღორძინებას განიცდის. ევროპის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია სამანქანო და ინდუსტრიული წარმოების მხრივ და მას სურს, თავისი როლი შეასრულოს აღნიშნულ პროცესში“ – აღნიშნა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეხუთედ ტარდება თბილისში და მასში მონაწილეობენ
მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ტრადიციულად, წარმომადგენლობითი და სექტორულად მრავალფეროვანია, რომელსაც – 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატი ესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა