“ვხედავთ დარბევას, რეპრესიებს, ძალადობას – ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი” – ზურაბიშვილი

ეს დღე განასახიერებს თავისუფლების გამარჯვებას ტირანიაზე, სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, დამოუკიდებლობის გამარჯვებას იმპერიალიზმზე, ინდივიდუალური თავისუფლების გამარჯვებას სისტემაზე რომელიც იმონებს ადამიანებს, ეს არის კეთილის გამარჯვება ბოროტზე.
სწორედ ამიტომ ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ვართ ქართველები და ამიტომ ვართ ევროპელები და ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს.
როგორც არასდროს ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მომავალი, ჩვენ არ დავნებდებით, მოწოდებული ვართ, რომ დავიცვათ მოლაპარაკებები, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს და განვავითაროთ კიდევ უფრო ის.
დიახ, ამიტომ დაგეთანხმებით, რომ საქართველო იმყოფება გზაჯვარედინზე – ერთი მხრივ, ეს არის ევროპული მომავალი, მეორე მხრივ, ეს არის რუსული იმპერიალისტური წარსული.
სწორედ ამიტომ უმრავლესობა, სამოქალაქო საზოგადოება ნათლად აცხადებს იმ მისწრაფებას, თუ სად ხედავენ მათ მომავალს, ეს არის მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპული მომავალი.
ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ – თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა და კვლავ თვითგამორკვევა.
ჩერჩილის სიტყვებია, არასდროს დანებდეთ! არასდროს დანებდეთ! არასდროს დანებდეთ!
მაგრამ ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობა ერის საწინააღმდეგო, ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები, სხვა სასტიკი მეთოდებით, მაგრამ არაფერი ამას საერთო არ აქვს ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი.
და ბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ ჩვენ, ეს არის სწორედ გამოხატულება ამ ძალადობის. და სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი, ის არ აყვება პროპვოკაციებს, ის არ მიიღებს კომპრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა, და მიყვება ევროპულ გზას – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებით, რაც იქნება და რასაც დავიცავ ბოლომნდე.”

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს