,, ვხედავთ აგრესიას, პოლიცია იცავს თავს” – ზურაბ აბაშიძე

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა:
,,ძალიან მძიმე სანახაობაა, რადგან ვხედავთ, რომ ეს აშკარად ცდება მშვიდობიან აქციას. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ახალგაზრდები ამ პროცესში იარაღად არიან გამოყენებული, რაც ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ვხედავთ აგრესიას, პოლიცია იცავს თავს. პარლამენტში რომ შეიჭრნენ რა უნდა ქნან, ეს იქნება უბრალოდ დადასტურებული კრიმინალი და ყველა ეს ახალგაზრდა უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ვინც ამას ახალისებს, ის არის პირველ რიგში როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემი. ეს პროტესტი ვერ იწვევს სოლიდარობას, რასაც ახლა ვუყურებთ, არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის საღად მოაზროვნე პატრიოტს მოსწონდეს. ეს აგრესია, ძალადობა, რომელსაც ვხედავთ, არის წლების განმავლობაში დატრენინგებული ახალგაზრდები, რომლებსაც დღეს მისცეს საშუალება, რომ ეს გამოავლინონ”

ასევე დაგაინტერესებთ