ვწყვეტთ ისეთ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობას, რომლებიც შეუფარავად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპული კურსის დამაზიანებელ კანონს, – ამის შესახებ სარეკლამო კომპანია “რედბერის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:
“ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც საქართველოს ევროპულ კურსს საფრთხე ემუქრება, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება პრინციპული ნაბიჯების გადადგმა.
იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ, სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის, საკუთარი შვილებისა და თანამებრძოლებისთვის თვალის გასწორების არ შეგვრცხვეს და ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, გუნდში ერთხმად შევთანხმდით, რომ ვწყვეტთ ისეთ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობას, რომლებიც შეუფარავად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპული კურსის დამაზიანებელ კანონს.
