ვფიქრობ, არჩევანის გაკეთება საზოგადოებას არ გაუჭირდება. მათ წინაშე სრულიად ნათელი სურათია – ჩანს ვინ ვინ არის, ვის რა სურს, ვის რა ზრახვები აქვს და რას რა ფასი აქვს

ვფიქრობ, არჩევანის გაკეთება საზოგადოებას არ გაუჭირდება. მათ წინაშე სრულიად ნათელი სურათია – ჩანს ვინ ვინ არის, ვის რა სურს, ვის რა ზრახვები აქვს და რას რა ფასი აქვს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ მ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას, უკანასკნელ წლებში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოზე ზეწოლაზე ისაუბრა.
„საზოგადოებამ უკვე იცის იმ ხელისუფლების ფასი, რომელმაც საკუთარი პრინციპულობის ხარჯზე დაიცვა ჩვენი სამშობლო და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე. ყველას კარგად ახსოვს, როცა ში შეიჭრა და სოლიდარული აჟიოტაჟი ატყდა, საქართველოში ქართული დროშა პრაქტიკულად აღარ იძებნებოდა. სამწუხაროდ დროშის ფრიალმა ომი ვერ შეაჩერა და ლამის ცეცხლი და მახვილი საქართველოში შემოიტანა“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვის აქტიური მცდელობების მიუხედავად ეს ვერ მოხერხდა. დიმიტრი ხუნდაძემ USAID- ის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, საქართველოში რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დღეს დონორმა ქვეყანამაც აღიარა ეს ფაქტი და ორგანიზაცია დახურა, თუმცა დახურვამდე USAIDმა შეძლო და ადგილობრივი აგენტურა წიწაკის სპრეით, პიროტექნიკითა და „მოლოტოვის კოქტეილებით“ მოამარაგა.
გარდა ზოგადი პოლიტიკური საკითხებისა, დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება გაამახვილა მცხეთა-მთიანეთში არსებულ პრობლემებზე, როგორიცაა გაზიფიცირება გარკვეულ სოფლებში, სკოლებისა და ბაღების პრობლემები და მცხეთის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მოქმედი მორატორიუმის საკითხი. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ არ საკითხებზე მუშაობა მალე დაიწყება.
„მოახლოვდა მორიგი თვითმმართველობის და საზოგადოებაც ემზადება მორიგი პოლიტიკური განაცხადისთვის. ვფიქრობ, არჩევანის გაკეთება საზოგადოებას არ გაუჭირდება. არც უნდა გაუჭირდეს პოლიტიკაში მაღალი გამჭვირვალობის გამო. ყველაფერი ზედაპირზეა. მათ წინაშე სრულიად ნათელი სურათია – ჩანს ვინ ვინ არის, ვის რა სურს, ვის რა ზრახვები აქვს და რას რა ფასი აქვს. მათ უკვე იციან იმ ხელისუფლების ფასი, რომელმაც საკუთარი პრინციპულობის ხარჯზე დაიცვა ჩვენი სამშობლო და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე. ყველას კარგად ახსოვს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სოლიდარული აჟიოტაჟი ატყდა, საქართველოში ქართული დროშა პრაქტიკულად აღარ იძებნებოდა. სამწუხაროდ დროშის ფრიალმა ომი ვერ შეაჩერა. არათუ ომი შეაჩერა, ლამის ცეცხლი და მახვილი საქართველოში შემოიტანა. გმირად წარმოდგენილი ზელენსკის, რომელსაც სამაგალითო ლიდერად ხან სენატიდან, ხან კონგრესიდან და ხან სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებიდან წარმოგვიჩენდნენ, ცოტა ხნის წინ თავად დასავლეთში ჩაცმულობა დაუწუნეს და გადაწყვეტილებებისათვის მკაცრად დატუქსეს. უკრაინაში ომის დაწყების მიზეზად ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სურვილი დასახელდა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან და ამის გამო მმართველი გუნდი ლამის ჯვარზე გააკრეს. აგენტურულმა ოპოზიციამ შემდეგ სპეკულაციები მოაყოლა ყველაფერ ამას. მაგრამ ცოტა ხანში მაშინდელმა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ომის დაწყების მთავარ მიზეზად ნატოში უკრაინის სწრაფვა დაასახელა. ამ შემთხვევაში ოპოზიციამ ეს არ შეიმჩნია და გაისუსა.
ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე ვსაუბრობდით, რომ USAID თბილისში არეულობას, მაიდანს და რევოლუციას გეგმავდა. ვსაუბრობდით იმიტომ, რომ ამ რისკებს ვხედავდით. ახლა კი თავად დონორმა ქვეყანამ – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო და თავად შეაჩერა ამ ორგანიზაციის დიდი ფულის ხარჯვა მინიშნებით, რომ ეს ფული იხარჯებოდა სხვადასხვა ქვეყნებში მათთვის არასასურველი ხელისუფლებების დასამხობად. დახურვამდე კი, პიროტექნიკით, წიწაკის სპრეით და მოლოტოვის კოქტეილებით ამარაგებდნენ ადგილობრივ აგენტურულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაგან ზოგი ქვეყნის ცალფეხზე დგომას ჰპირდებოდა საზოგადოებას, ზოგი არჩევნებს აყალბებდა და ყველანი ერთად ცდილობდნენ ქვეყანაში ხელისუფლების ჩამოშლას, ამ ყველაფრის შემსრულებლებს კი გმირებად აცხადებდნენ.
მიუხედავად საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობისა, ეს ვერ მოხერხდა. არადა რა შესაძლო შედეგით დასრულდებოდა ომი, ამის სამწუხარო მაგალითი გვაქვს უკრაინის სახით. უკრაინა რუსეთისა და დასავლეთის ბრძოლის ველად აქციეს, სანაცვლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას დაჰპირდნენ, მაგრამ მალე ერთზეც უარი უთხრეს და მეორეზეც. სამაგიეროდ ახლა უკვე უკრაინას არწმუნებენ, რომ ომის დასრულებისათვის ტერიტორიების დათმობაა საჭირო. რუსეთის პრეზიდენტს ტაში დაუკრეს და უკრაინის საკითხის განხილვაზე, თავად უკრაინა არ მიიწვიეს. ასეა, მძიმეა უპირობო მორჩილების ფასი. საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების მინდობა არავისზე არ შეიძლება და მითუმეტეს, აგენტურაზე. დღევანდელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ყველაფერი ხელისგულზე დაიდო – შეცდომის ფასიც ნათელია, რა შეიძლება იყოს ეს.
ამიტომ მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეცდომას არ დაუშვებს და არჩევანს გააკეთებს მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ. ეს ზოგადი, პოლიტიკური, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მთავრობას შევახსენო – მიუხედავად ბევრი გაკეთებული საქმისა, რასაც შეხვედრებზე ხალხი თავად ადასტურებს, არის მოუგვარებელი პრობლემები. მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არსებობს 40-მდე უშუქო სოფელი; მთლიანად მცხეთა-მთიანეთში ჯერ კიდევ არსებობს გაზიფიცირების გარეშე სოფლები და მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვს; პრობლემად რჩება სკოლები და საბავშვო ბაღები – ზოგი დაწყებული პროექტია, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო გადავადდა. ჯერ კიდევ პრობლემად რჩება და ქრონიკულ პრობლემადაა ქცეული მცხეთის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მოქმედი მორატორიუმი. მე ნამდვილად ვიტოვებ იმედს, რომ ხშირად აღარ მომიწევს ამ საკითხებზე ამ ტონით, ტრიბუნიდან საუბარი და გადავალთ უშუალოდ ამ თითოეული პრობლემის და კიდევ სხვა პრობლემების მოგვარების აქტიურ რეჟიმზე,-“ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Previous: შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს

მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები განუხრელად ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით და უფლებააყრილ მდგომარეობაში ამყოფებდნენ მოკლულთა მშობლებს, მეუღლეებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს