,, ვუყურებთ მაძღარი ნაძირლების ველურ როკვას – სალაფავის თქვლეფას და მშიერები ნერწყვს ვყლაპავთ!!!” – სანდრო ბრეგაძე

,, ვუყურებთ მაძღარი ნაძირლების ველურ როკვას – სალაფავის თქვლეფას და მშიერები ნერწყვს ვყლაპავთ!!!” – სანდრო ბრეგაძე
,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
,,— აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა აზერბაიჯანსა და სასომხეთში დააფიქსირა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია , რომ ამერიკა იწყებს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს მეზობლებთან-ამის ნიშნად ათეულობით მილიარდი დოლარი ჩაიდება პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაში
— მანამდე რუსეთის პრეზიდენტი რამდენჯერმე შეხვდა აზერბაიჯანის და სასომხეთის ლიდერებს , გამართა მათთან მოლაპარაკებები , მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები და შეთანხმდა მომავალ თანამშრომლობაზე
სადაა ამ დროს საქართველო?!
დეპოში ვართ გრიშა ბიძია , დეპოშიიი !!
ჩვენები არც ამერიკას ესაუბრებიან და არც რუსეთს , FIFA – ს პრეზიდენტიც კი აღარ გველაპარაკება . დავრჩით ასე თამაშგარე მდგომარეობაში . სად ვართ , რა გვინდა , რა მიზანი გვაქვს კაცისშვილმა არ იცის !!!
ერთადერთი ის იციან რომ ბიუჯეტი უნდა ჭამონ , ბევრი სასახლეები აიშენონ , თავიანთი მუქთახორა შვილები უცხოეთში ასწავლონ , სტომაქი ამოიყორონ , ბევრი ოქრო და ფული დააგროვონ – გვძარცვონ , გვძარცვონ და გვძარცვონ!!!
ჩვენ კოლექტიური ჯუანშერას მოპარულ მილიონებს დავსდევთ , სამშობლოს გამყიდველი ხაინდრავას ლაყაფს ვისმენთ , ვიღაც იდიოტებს პარლამენტარობის და მინისტრობის მანტიას ვასხამთ – ვუყურებთ მაძღარი ნაძირლების ველურ როკვას – სალაფავის თქვლეფას და მშიერები ნერწყვს ვყლაპავთ!!!
ერთ 2-3 წელში დავინახავთ თუ რა სიმაღლეზე იქნებიან ჩვენი მეზობლები და რა უფრსკრულში თუ ჭაობში იქნება საქართველო , ხოლო ამაში ისევ ჩვენ ვიქნებით დამნაშავე , რადგან ერთი მუჭა ავაზაკების ხროვამ ისე დაგვაშინა რომ ხმის ამოღებას ვერ ვბედავთ!!!
P.S. ვიცი რომ ამ პოსტზე მოწონების დაწერა ბევრს შეეშინდება და თქვენიც მესმის , რადგან თავს იმით გაიმართლებთ რომ შვილი გამგეობაში მუშაობს ან რძალი საბავშვო ბაღში და სამსახურიდან მოხსნიან . აი რძლის საბავშვო ბაღს და შვილის საჯარო სამსახურს რომ გადააყოლებ შენი სამშობლოს ბედს – ასეთი ქვეყნის ……. ”

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო