ვუსურვებ, ამერიკულ არჩევნებში მხოლოდ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და კერძოდ, მეთიუ მილერის მომავალი

ვუსურვებ, ამერიკულ არჩევნებში მხოლოდ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და კერძოდ, მეთიუ მილერის მომავალი
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას: „გვინახავს ს არა მხოლოდ მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა რეგიონში და მსოფლიოში. ამას ყურადღებით ვაკვირდებით. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. ხოლო კითხვაში: „აფრენთ ხოლმე?” – „ხოლმე” აშკარად ზედმეტია. ჯოჯოხეთში ან სამოთხეშიც რომ მოხვდეს, იქაც მხოლოდ იმით დაკავდება, რომ საქართველოს კანონის გაწვევა აიძულოს. რუსოფობიით უკიდურესი ინტოქსიკაციის ფონზე, რუსები უკვე ყველგან ელანდებათ – ტრამპის საარჩევნო კამპანიით დაწყებული, საკუთარი საძინებლებით დამთავრებული. ეს არის პარანოიით გაზავებული შიზოფრენიის უკიდურესი ფორმა და ახლა უკვე გულწრფელად ვაღიარებ: წმინდა ადამიანური და ჰუმანური თვალსაზრისით, მე ეს ავადმყოფი ადამიანი მეცოდება და მინდა 5 ნოემბრის შემდეგ მაინც ეშველოს და ვუსურვო – ამერიკულ არჩევნებში, ასევე, „რუსების” ჩარევის შემდეგ, (როგორც ეს 2020 წელს „იყო”), მხოლოდ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და კერძოდ, მეთიუ მილერის მომავალი.“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას