ვუსურვებთ ირაკლი კობახიძეს, წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს – საფრანგეთის ელჩი

ვუსურვებთ ირაკლი ს, წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს – საფრანგეთის ელჩი
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის გამოსვლას გამოეხმაურა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიცით ახალი პრემიერ-მინისტრის გეგმა. ვუსურვებთ მას და ქართველ ხალხს, რომ მან წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დეპუტატების წინაშე მოხსნებით წარდგა. მოხსენებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები ესწრებოდნენ.
Previous: რას არ მოესწრება ადამიანი – ყოფილი კოლეგისგან ისეთ რამეს რომ მოისმენ, რასაც ერთად ვებრძოდით – „ნაცმოძრაობის“ ნარატივს

ასევე დაგაინტერესებთ