ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა პატრიარქის გარდაცვალებას – მუსლიმთა სამმართველო

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს”, – წერია მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.ის გვიან ღამით, ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან