ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს, ასევე ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა – ანრი ოხანაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი საქართველოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს:
“ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს, ასევე ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც, შრომაზე დაფუძნებით, ენიჭება ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ ჩვენს გუნდს გამოუცხადეს. მათ ჰქონდათ რწმენა, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ეს სწორი იყო,”- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს