“ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას” – ილჰამ ალიევი

“ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ილჰამ ალიევმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატება უსურვა.
ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა და ამას მოწმობს როგორც მისი საქართველოში ხშირი სტუმრობა, ისე – პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტებიც.
“საქართველო და აზერბაიჯანი ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა უფრო ვრცელია, ვიდრე ენერგოთანამშრომლობა. შესაბამისად, ამ თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა წარგვედგინა ჩვენი თავი ევროპისათვის, როგორც კონსოლიდირებული, სტრატეგიული მნიშვნელობის გუნდი. მე რეგულარულად ვსტუმრობ საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგულარულად ჩამოდის აზერბაიჯანში. ეს არა მარტო ნიშანია მჭიდრო თანამშრომლობის, არამედ ამ ვიზიტების დროს განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს.
რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაერთიანების თაობაზე, ჩვენ გვესმის ეს და ვუსურვებთ საქართველოს წარმატებას ამ მიმართულებით. ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს ახალ განვითარებებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს. როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, არაფერი შეიცვლება ჩვენს ურთიერთობებში. პირიქით, ჩვენ გვეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც დაგვიცავს,”- განაცხადდა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დასასრულისკენ მიდის, დიდი ბრიტანეთი ამზადებს სპეცოპერაციების მონაწილეებს, რომლებმაც ხაბეს მეთაურობით 4 ოქტომბერს უნდა დაამხონ დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება

როგორც ჩანს, ოპოზიციამ უკვე დაინახა, რომ საარჩევნო მხარდაჭერა არ გააჩნია, ამიტომაც ისევ ძველ, კარგად ნაცად გზას ადგას — მარცხის შემდეგ ბოიკოტი, ქუჩის მიტინგები და უცხოელი კურატორების დავალებების შესრულება

ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, დაპირისპირებით და პროვოკაციებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით

ჩვენი არამეგობარი ლიეტუვა, რომელსაც ზელენსკის ამერიკის ტურნეზე ხელისმოსაკიდებელი ადგილიც კი არ არგუნეს, უფრო ჭუჭყიანი საქმისთვის მიამაგრეს- დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნების დროს არეულობის ტრენინგებისთვის იყენებს