ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.
“ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს.
ჩვენ მოგისმინეთ თქვენ, ყურად ვიღეთ თქვენი ევროპული მისწრაფებები და დღეს საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ეს ნიშნავს იმედს”, – წერს რობერტა მეცოლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი