ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დარწმუნებული ვართ, ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც სომხეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს, სომხეთი აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების მისალოც ტექსტში.




