ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს – ივა ჩუბინიძე

მოდი დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი, – წერს გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ივა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, 1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია უახლეს ისტორიაში, რადგან ამ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” გაისტუმრეს პოლიტიკურ სანაგვეზე.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით.
„1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღი არის უახლეს ისტორიაში, კერძოთ “ნაციონალური მოძრაობა” გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე და მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში. მოდი დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის, თქვენი ღვაწლი აუცილებლად დაფასდება ქვეყნის და ერის წინაშე. ჩვენ აუცილებლად გავხდებით მეგობრებო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით“, – წერს ივა ჩუბინიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

დეზინფორმაციას ე.წ. მიტაცებულ ქართულ მართლმსაჯულებაზე ევროკავშირი უარყოფს, ინსინუაციები რომ გამოირიცხოს – ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპის ტოპ ოცეულშია, მსოფლიო რეიტინგში – 36-ე ადგილზეა