ვტოვებ “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან ახალი მოძრაობის დროა – ბაჩო დოლიძემ პარტია დატოვა

ორად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ისევ ტოვებენ – დღეს პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობის ყოფილმა საორგანიზაციო მდივანმა გააკეთა. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ მათი პოზიციები ახალ მენეჯმენტთან შეუთავსებელია და მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი პარტიაში არაფორმალური მმართველობა გახდა.
ის ახალ პარტიას შეუერთდება, რომელიც მისი განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო სთვის შეიქმნება.
“ყველანი ვხედავთ რა შედეგიც დადგა არაფორმალური მმართველობის პირობებში “ნაციონალური მოძრაობის” პარტიაში. აქ უკვე სხვა კითხვა უნდა დაისვას, თუ რის სანაცვლოდ მოხდა ის, რაც მოხდა. ვტოვებ “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან ახალი მოძრაობის დროა. შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი,” – აცხადებს ბაჩო დოლიძე.
“ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმაც. მანდატზე უარს საკრებულოს 7 დეპუტატი და პარტიის ასეულობით წევრი ამბობს. მიზეზი, ამჯერადაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მიმდინარე პროცესებია. მათი განცხადებით, მოქმედმა თავმჯდომარემ არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ისინი ს და მის ახალ პლატფორმას შეუერთდებიან. დეპუტატები ქუთაისის საკრებულოში მანდატებს ინარჩუნებენ.
რეგიონებსა და თბილისში მასშტაბური პროტესტისა და პარტიიდან მასობრივი წასვლის შემდეგ, დღეს უკვე ქუთაისის ორგანიზაციამაც გააკეთა განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ისინი ტოვებენ “ნაციონალურ მოძრაობას”, ვინაიდან მოქმედმა მენეჯმენტმა პარტიაში კრიზისი შექმნა და ეს კრიზისი ვერ დაიძლია. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ასევე არაფორმალური მმართველობა და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ხაბეიშვილის გუდნმა მიიღო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მიდიან ასევე საკრებულოს წევრებიც, საუბარია 7 დეპუტატზე, ასევე 800-მდე ადამიანზე, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო გაწევრიანებული.
რაც შეეხება საკრებულოს წევრებს, ისინი ტოვებენ პარტიას, მაგრამ არ ტოვებენ მანდატებს. საკრებულოში ამბობენ, რომ ისინი ნიკა მელიას ფლანგზე გადაინაცვლებენ და ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად იბრძოლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ