ვრცელდება ტრაგედიამდე გადაღებული ვიდეო – საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას “სქაი თრეველის” დამფუძნებელი ემსხვერპლა

ასურეთთან, საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს შეეჯახა.

გავრცელებული ცნობით, საფრენ აპარატში შემთხვევის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი ფრინავი დაიღუპა.

ერთ-ერთი დაღუპული “სქაი თრეველის” დამფუძნებელი რე­ვაზ უთურ­გა­უ­რია.

“მივ­დი­ვარ ფოთ­ში, მთლი­ან სა­ქარ­თვე­ლოს უნდა გა­და­ვუფ­რი­ნო სა­ჰა­ე­რო ბურ­თით. აქამ­დე ეს არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია. ეს უნდა იყოს რე­კორ­დუ­ლი ფრე­ნა”, – ამ­ბობს ვი­დე­ო­ში უთურ­გა­უ­რი, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა.