ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა მიმართულებით ბევრი სიკეთე შევა თითოეულ მუნიციპალიტეტში, ამით ქნება გამორჩეული შემდეგი ოთხი წელი, მთლიანად ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა მიმართულებით ბევრი სიკეთე შევა თითოეულ მუნიციპალიტეტში, ამით ქნება გამორჩეული შემდეგი ოთხი წელი, მთლიანად ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე
არჩევნებში კიდევ ერთხელ მივიღეთ მაღალი ნდობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს და ხაზს ვუსვამთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომელიც დაგვეკისრა ამ ნდობის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.
„სამი წელი გვაქვს, რომელიც არის სგან თავისუფალი და ამ პერიოდის განმავლობაში გვექნება იმის შესაძლებლობა, მთლიანად ვიყოთ გადართული ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პირდაპირი გაგებით ქვეყნის აღმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეროვნულ დონეზეც გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ძალიან მალე ვაპირებთ უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაციას, ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გაიზრდება ეფექტიანობა პროექტების დაგეგმვა-განხორციელების კუთხით და არაერთი ძალიან ამბიციური პროექტი გვაქვს ინიცირებული, ბოლომდე მისაყვანი და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ. ადგილობრივ თვითმმართველობას რაც შეეხება, მუდმივად იზრდება მათი შემოსავლები, რაც იძლევა მეტი პროექტის განხორციელებისა და სოციალური პროგრამების გაფართოების საშუალებას. მართვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით აქაც არის დიდი რესურსი და ამით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ა.შ. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა მიმართულებით ბევრი სიკეთე შევა თითოეულ მუნიციპალიტეტში, თითოეულ სოფელში, თითოეულ ქალაქში. ამით ქნება გამორჩეული შემდეგი სამი წელი და შემდეგი ოთხი წელი, ვგულისხმობ თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადას. მთლიანად ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე“, – აღნიშნა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ