ძალის გადაჭარბება პოლიციის მხრიდან არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც ასევე, უნდა შეაფასოთ. ალბათ, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგებიც უნდა დაიხმაროთ. გერმანიის, საფრანგეთის, სხვა დემოკრატიების, აშშ-ის მაგალითებიც შეგიძლიათ მოიყვანოთ. ვისაც ეხება – ოპოზიცია იქნება თუ უმრავლესობა, საერთოდ პოლიტიკაში არმყოფი ადამიანების მთელი უშველებელი არმია, თქვენ მათთვის უნდა იყოთ ის ავტორიტეტი, რომელიც ჩვენ გვინდა რომ იყოთ. სწორი არჩევანი გავაკეთეთ, როდესაც მხარი დაგიჭირეთ. იმიტომ, რომ ყველა ნიშანი გაქვთ საამისოდ
