ვოლსკი: ღარიბაშვილის დაკავება ჩემთვის პირადი ტრაგედიაა

ს პატიმრობის შესახებ ინფორმაცია მორალურად მძიმე მოსასმენი იყო, – ამის შესახებ “ოცნების” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა.
„ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის და მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული. მასთან ბევრი საქმიანი საუბარი მქონია, ბევრი პოზიტიური განვითარება მახსოვს. ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, გუნდისთვის ტრაგედიაა. ეს დანაშაული თუკი არსებობს და, მით უმეტეს, მან აღიარა, მისასალმებელია, თუმცა თავად დანაშაული ძალიან მძიმეა. სამართლებრივად არ ვიცი, როგორ შეფასდება, მე არ ვარ არც პროკურორი და არც მოსამართლე, მაგრამ მორალურად საკმაოდ მძიმეა მოსასმენადაც და გასათავისებლადაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.