ვოლსკი: უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუ არ გააკეთებენ განცხადებას

უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუ არ გააკეთებენ განცხადებას
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს შშმ პირებს იმით, რომ თუ განცხადებას არ გააკეთებენ, დახმარება შეუწყდებათ. გია ვოლსკი გამოეხმაურა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განცხადებას.
„თუკი ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუკი არ გააკეთებენ განცხადებას, ეს უზნეობაა. ვინც ეხმარება, თანადგომას უცხადებს და ფინანსურად თუ ნებისმიერი სხვა პროგრამით ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ რატომ არ უნდა გააკეთონ ამის შესახებ დეკლარირება? როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის რომ სხვა გეგმა გაქვს, ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისთვის, რომელიც გაგაჩნია“, – აცხადებს გია ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ყველაფერი საბაბია, ერთს ლაპარაკობენ და მიზანი სხვაა – მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ვაფრთხილებ ქართველობას, ფრთხილად იყვნენ, ვინც არ იცის წარსული, მან არ შეიძლება იცოდეს მომავალი

ლომჯარია მაყუთს აკეთებს, რატი ამაღლობელი წინ და უკან დაგატარებთ, ვაშაძე მიტინგიდან იპარება, თქვენ კი პერიოდულად წიწაკის სპრეის ისუნთქავთ და წყლის ჭავლით სველდებით, რისთვის? არ დაიჯეროთ, რომ ვინმე კანონის წინააღმდეგ იბრძვის