ვოლსკი: მე მგონია, რომ მეუფე იაკობი და, საერთოდ, სასულიერო პირები ესეთ პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდნენ და ბრალს არ უნდა დებდნენ რომელიმე მხარეს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეთ

“მე მგონია, რომ მეუფე იაკობი და, საერთოდ, სასულიერო პირები ესეთ პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდნენ და ბრალს არ უნდა დებდნენ რომელიმე მხარეს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, ორივე მხარეს უნდა მოუწოდებდნენ ერთობისაკენ და უნდა იყვნენ მოწოდებული, რათა განსაცდელი აარიდონ ქვეყანას, როგორც ეს მამაო ჩვენოშია ნათქვამი, თუმცა არქიმანდრიტმა კვარაცხელიამ დამაბრალა, რომ თურმე მე “მამაო ჩვენოც” არ ვიცი…” – ამბობს ბოდბელი მიტროპოლიტის დღევანდელ ქადაგებაზე, რომელმაც თქვა: “მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ, მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა”.