ვოლსკი: ისტერიკა და შეურაცხმყოფელი ატმოსფერო თუ არ არის, ირაკლი თავშეკავებულიც არის და საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანია

თავშეკავებული და საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპუკერმა მ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ს შეუძლია ილაპარაკოს საკმაოდ სიღრმისეულად პრობლემებზე და ეს გამოჩნდა დღეს.

„მთავრობის სტრუქტურების საქმიანობა არასდროს მოწყვეტილი არ ყოფილა პარტიისა და პარლამენტის უმრავლესობის საქმიანობას. ეს კოორდინირებული, საქმიანი დამოკიდებულება განაპირობებს იმას, რომ ს მიერ საკმაოდ კარგი, მძლავრი საფუძველი, კარგი მემკვიდრეობა საიმედო ხელში იქნება. ირაკლის აქვს გამორჩეული თვისება, მე ვერც ირაკლი ღარიბაშვილს დავუწუნებ ამ თვისებას, მაგრამ რადგან ახლა კობახიძეზე ვლაპარაკობთ, მას აქვს გამორჩეული თვისება ადამიანებთან ურთიერთობის, მათ შორის მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობის. ისტერიკა და შეურაცხმყოფელი ატმოსფერო თუ არ არის, ირაკლი თავშეკავებულიც არის და საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანია. მოსმენა იცის და საკმაოდ სწრაფად აკეთებს ანალიზს. შეუძლია ილაპარაკოს საკმაოდ სიღრმისეულად პრობლემებზე და ეს გამოჩნდა დღეს. ისეთი წარმოდგენის შექმნა უნდათ საზოგადოებაში თითქოს პრობლემები არ გვესმის და არ ვიცით საკმაოდ სიღრმისეულად. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ვფიქრობ, ირაკლის საზოგადოება ამ მხრივ ნაკლებად იცნობს, კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ნიჭიერი კაცია, მწერლობაშიც სცადა ბედი. ასეთი, საკმაოდ დახვეწილი ადამიანია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.