ვოლოდიმირ ზელენსკი 8 დეკემბერს ლონდონში ევროპელ ლიდერებს შეხვდება, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ორშაბათს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ლონდონში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უმასპინძლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ფლორიდაში მიმდინარე მოლაპარაკებებს განიხილავენ.




