ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება

უკრაინული ონლაინ გამოცემა „სუსპილნე ნოვინის“ ცნობით, მიმდინარე კვირის ბოლოს, 17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი -ში გაემგზავრება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება
გამოცემა ეყრდნობა აშშ-ში უკრაინის ელჩ ოლჰა სტეფანიშინას:
„უკრაინის ელჩი ოლჰა სტეფანიშინა ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ოფიციალურად მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი მასთან შესახვედრად“, – აღნიშნულია აშშ-ში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
გამოცემის წყაროები თეთრ სახლში ადასტურებენ ტრამპის მიერ ზელენსკის მიწვევას თეთრ სახლში.
10 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამზადებს შეთანხმებას აშშ-დან იარაღის შესყიდვაზე. პრიორიტეტებს შორის მან დაასახელა საჰაერო თავდაცვის სისტემები, HIMARS-ის საარტილერიო სისტემები, ATACMS-ის ტაქტიკურ რაკეტებთან ერთად. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო კვირაში დელეგაცია გაემგზავრებოდა აშშ-ში შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად.
12 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე დაპოსტა:
„ბოლო ორ დღეში მეორედ ველაპარაკე აშშ-ის პრეზიდენტს და დღევანდელი საუბარიც ძალიან პროდუქტიული იყო. გუშინ შევთანხმდით თემებზე, რომლებიც დღეს უნდა განგვეხილა და შევეხეთ ვითარების ყველა ასპექტს: ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დაცვას, ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებას – საჰაერო თავდაცვაში, მედეგობასა და შორი მანძილის საშუალებებზე. განვიხილეთ აგრეთვე ენერგოსექტორთან დაკავშირებულ ბევრ დეტალს. პრეზიდენტი ტრამპი კარგად არის ინფორმირებული ყველაფერზე, რაც ხდება. შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე. ჩვენი გუნდები აწარმოებენ მოსამზადებელ სამუშაოს“.
უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა ვაშინგტონში გამგზავრების გეგმა და განაცხადა, რომ მან ტრამპს გაუზიარა “ხედვა” – რამდენი TOMAHAWK-ის რაკეტა სჭირდება უკრაინას.