ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ხერსონში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვან დღეს აღვნიშნავთ – რუსი ოკუპანტების ხერსონიდან განდევნის მესამე წლისთავს. ოკუპანტები ხერსონიდან ჩვენი ხალხის ძლიერების დამსახურებით გაიქცნენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.
მისი თქმით, ხერსონში სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
„გადაწყვეტილებებს ვამზადებთ, რომლებმაც ხერსონი უნდა გააძლიეროს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.




