ხარკოვის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია

ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ხარკოვის ოლქში, ვოვჩანსკის მახლობლად ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა და მეთაურებთან „ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, ვოვჩანსკის დაცვა და ბრძოლის დინამიკა“ განიხილა.
„ამ სექტორში ჩვენი მებრძოლები ჩინეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, პაკისტანიდან და აფრიკის ქვეყნებიდან დაქირავებული ჯარისკაცების ომში მონაწილეობას აფიქსირებენ. ჩვენ მათ ვუპასუხებთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი