ხარკოვზე თავდასხმაზე – ამ ტერორის შესაჩერებლად საჭიროა საკმარისი გამბედაობა მსოფლიო ლიდერებისგან – მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გამბედაობა უკრაინის დასახმარებლად.
კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოში ყველა საჭირო ძალა უნდა ჩაერთოს. ეს მოითხოვს არა ექსტრაორდინალურ ძალებს, არამედ საკმარის გამბედაობას ლიდერებისგან – გამბედაობას, რომ უკრაინას მისცენ ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა ხარკოვზე 10-მდე დარტყმა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება