ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვიქტორ ორბანის წინადადებაზე – პუტინს ვერ ვენდობით, რადგან ჩვენთვის ის არის მკვლელი და აგრესორი – მნიშვნელოვანია უნგრეთმა ეს აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტი, უნგრეთის პრემიერის, ს წინადადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და აცხადებს, რომ არ შეიძლება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი და საჭიროა შესაბამისი გეგმა.
„პრინციპში, პუტინს ვერ ვენდობით, რადგან ჩვენთვის ის არის მკვლელი და აგრესორი. მნიშვნელოვანია, უნგრეთმა აღიაროს, რომ არის აგრესორი და ასევე აღიაროს, რომ ცნობს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტექნიკის დასაგროვებლად, როდესაც , ზავის პირობების თანახმად, არ შეაჩერებს მას დარტყმებით.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მხარს უჭერს სასწრაფო ზავის იდეას. ორბანმა აღიარა, რომ ზელენსკიმ მასთან საუბარში უარყო მის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ზავს უკრაინასა და რუსეთს შორის ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვით.
ორბანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება ორბანის გეგმის ლოგიკაში და მხარს არ უჭერს მას, რადგან უკრაინას რუსეთთან ზავის მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ