– ჩინეთის რეაქციას ველით იმის შესახებ, რაც ხდება – პასუხს ველით ყველასგან, ვინც მშვიდობის მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებდა, მაგრამ ახლა პრინციპული პოზიციის დაკავების ნაცვლად დუმს

ჩინეთის რეაქციას ველით იმის შესახებ, რაც ხდება, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად კიევში, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.
მოლაპარაკების მაგიდის ნაცვლად ბალისტიკურ რაკეტებს და ომის დასრულების ნაცვლად მკვლელობების გაგრძელებას ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შედეგების ჯერ კიდევ არ ეშინია. ჩინეთმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ომის გაფართოების წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად, თუმცა ეს რუსეთის გამო არ ხდება. ჩვენ რეაქციას უნგრეთისგან ველით. პასუხს ველით ყველასგან, ვინც მშვიდობის მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებდა, მაგრამ ახლა პრინციპული პოზიციის დაკავების ნაცვლად დუმს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო ახლა ნამდვილად მკაცრი სანქციების დროა“.
„ყველა საბოლოო ვადა დარღვეულია და დიპლომატიის ათეულობით შესაძლებლობა განადგურდა. რუსეთმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყოველი დარტყმისა და ამ ომის ყოველი დღისთვის“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია