ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია

უკრაინაში უსაფრთხო პირობებში უნდა ჩატარდეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, მ თეთრ სახლში, -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე გააკეთა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა ში არჩევნების ჩატარებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითი პასუხი გასცა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ და პარლამენტში მუშაობა გვჭირდება, რადგან ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, რათა ხალხმა დემოკრატიულ, ღია და ლეგალურ არჩევნებში ხმის მიცემა შეძლოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმ ამერიკული იარაღისთვის, რომელსაც ნატო-ს მექანიზმის მეშვეობით უკრაინა იღებს.
„ამ შესაძლებლობისთვის და ამ პროგრამისთვის მადლიერები ვართ. ასევე, ევროპის მადლიერები ვართ, რადგან, ბოლოს და ბოლოს ამისთვის ისინი იხდიან. ევროპაში არავის აქვს ისეთი სისტემები, როგორიც Patriot-ებია. ისინი ნამდვილდ გვჭირდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.