– ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, რობერტ ფიცო – ფულისთვის

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, ფიცო იბრძვის ფულისთვის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფული სთვის იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტს და ს ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ეხმაურება.
მისი თქმით, პუტინთან ჩრდილოვანი შეთანხმებები ან სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობაა, ან პირადი სარგებლისთვის მუშაობა.
„ჩვენ მას შევთავაზეთ გადაწყვეტილებები სლოვაკებისთვის პოტენციურ კომპენსაციასთან დაკავშირებით – კონკრეტულად სლოვაკებისთვის – რუსული ტრანზიტისგან მიღებული ზარალისთვის, ასევე ტრანზიტის ალტერნატივები – ნებისმიერი სხვა გაზი, არა რუსული, ევროკომისიის მოთხოვნით. ჩვენ მზად ვიყავით ამის გასაკეთებლად. ფიცოს სლოვაკებისთვის კომპენსაცია არ სურდა და მას არ სურს ევროკომისიასთან თანამშრომლობა. რატომღაც მოსკოვი უფრო მომგებიანია. ევროპაში ყველას ესმის რატომ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს არ ესმოდეს“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა და ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ