– ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება – ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს

ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს. ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ. იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „მსოფლიომ რუსეთის მიერ თავდასხმის შემდეგ საქართველოს დახმარების აუცილებლობა ერთხელ უკვე უგულებელყო“.
„ბელარუსის შემთხვევაში მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან გაუშვა. მოლდოვის დაკარგვა არ შეიძლება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება