ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენს ზურგს უკან მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით

ჩვენს ზურგს უკან მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენს ზურგს უკან და ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიღწეულ შეთანხმებებს არასდროს დავთანხმდებით. არავითარი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, არავითარი გადაწყვეტილება ევროპის შესახებ ევროპის გარეშე. ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა ჰქონდეს. თუ ჩვენ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაშინ დავმარცხდებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე ვერ დათანხმდება.
„გვჯერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის საფუძველი ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს, ან თუ ეს არა, მაშინ პირობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სხვა ნატო შევქმნათ, აქ, უკრაინაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…