ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტაა – თუ რუსეთის დელეგაცია ამას არ დათანხმდება, 100%-ით ნათელი იქნება, რომ პუტინი დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრას აგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, უკრაინის ნომერ პირველი პრიორიტეტი ცეცხლის სრული, უპირობო და გულწრფელი შეწყვეტაა.
„ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მკვლელობების შესაჩერებლად და დიპლომატიისთვის მყარი საფუძვლის შესაქმნელად. თუ დღეს სტამბოლში ს წარმომადგენლები ამაზეც, ცეცხლის შეწყვეტაზეც არ დათანხმდებიან, მაშინ 100%-ით ნათელი იქნება, რომ პუტინი აგრძელებს დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა.