– ჩვენი მთავარი მიზანი უკრაინისა და მთელი ევროპისთვის საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობაა – რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნისთვის მზად არის, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება

ჩვენი მთავარი მიზანი უკრაინისა და მთელი ევროპისთვის საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვაშინგტონში, -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ყველა შეხვედრამ ამ შედეგამდე მიგვიყვანოს. გვესმის, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ პუტინი საკუთარი ნებით შეწყვეტს აგრესიასა და დაპყრობების ახალ მცდელობებს. სწორედ ამიტომ უნდა იმუშაოს ზეწოლამ და ეს უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა, -ისა და ევროპის მიერ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და ევროკომისიის ლიდერებთან, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანთან პოზიციები შეათანხმა.
რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნისთვის მზად არის. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი