– ჩვენი ამოცანაა სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რა ითქვა რუსეთში და რა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და უკრაინაზე ზეწოლის მიზნით

ჩვენი ამოცანა ახლა არის სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ითქვა რუსეთში და რა სხვა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და უკრაინაზე ზეწოლის მიზნით – ჩვენზე, ჩვენს დამოუკიდებლობაზე ზეწოლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, „ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი ინფორმაციით, დღეს უკრაინის წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
მზადაა ნებისმიერი შესაძლო განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვიმუშავებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობის მიღწევა – და რომ ეს, ბოლოს და ბოლოს, ღირსეული მშვიდობა იყოს. მხოლოდ ღირსეული მშვიდობა უზრუნველყოფს რეალურ უსაფრთხოებას და ჩვენ სრულად გვესმის, რომ ეს მოითხოვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას“, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, -ის ქალაქ მაიამიში უკრაინისა და -ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი. აშშ-ის მხრიდან კი დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე, ჯარედ კუშნერი, რომლებიც სამშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ