კრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
,,მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო უკრაინის მშვიდობისკენ მისწრაფება.
ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვეს მყარი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს.
მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად, და პირველი ეტაპები შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება – აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე – და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. ამის შემდეგ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდგომი ეტაპი და ვიმუშაოთ აშშ-სთან ძლიერ საბოლოო შეთანხმებაზე.
ნამდვილად ვაფასებთ რამდენი გააკეთა ამერიკამ, რათა დახმარებოდა უკრაინას მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. და გვახსოვს მომენტი, როდესაც რაღაცები შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას Javelin-ები გადასცა. მადლობელი ვართ ამისთვის.
ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში პარასკევს, ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. დასანანია, რომ ასე მოხდა. გამოსწორების დროა. ვისურვებდით, რომ სამომავლო თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს.
იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. ამ შეთანხმებას როგორც ნაბიჯს განვიხილავთ უფრო დიდი უსაფრთხოებისკენ და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს,”
