შვეიცარიაში შეხვედრებს მართავს

უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიაშია. ის შვეიცარიის პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს ბერნში მართავს, მოგვიანებით კი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ზელენსკი შეხვედრებს ასევე გამართავს ნატოს, ევროკავშირის და სხვა სახელმწიფო ლიდერებთან, ასევე – ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა, უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერება.
„ასევე განვიხილავ ს მიერ მოტაცებული უკრაინელი ბავშვების, სანქციების, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების, ფინანსური დახმარებისა და [უკრაინის] აღდგენის საკითხებს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „X”-ზე.
კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ ს სამშვიდობო წინადადებაზე დავოსში დაგეგმილი მოლაპარაკებები უშედეგო იქნება, რადგან დისკუსიებში არ მონაწილეობს. მოსკოვი ამბობს, რომ ში “სამხედრო ოპერაციას” გააგრძელებს იქამდე, სანამ ყველა დასახულ მიზანს არ მიაღწევს. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს, კრემლი კვლავ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.
დისკუსია სამშვიობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უნდა წარიმართოს, რომელიც ოფიციალურად დღეს იწყება. მსოფლიო ლიდერები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისა და – “ჰამასის” ომის მიმდინარეობას განიხილავენ და კონფლიქტების მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის