ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც დავოსის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და დავოსში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
„ბერნში მე გავმართავ მოლაპარაკებებს პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან, პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებთან, პრეზიდენტ ვიოლა ამერდთან“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, შეხვედრებზე მადლიერებას გამოხატავს შვეიცარიის მიმართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და ასევე, ისაუბრებს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე, სანქციებზე, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გზების ძიებაზე, ფინანსურ მხარდაჭერასა და უკრაინის აღდგენაზე.
„დავოსში გავმართავ მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის, ისევე როგორც სხვა ლიდერებთან და აღმასრულებელ დირექტორებთან, რათა გავაძლიერო უკრაინის თავდაცვა და ეკონომიკური მდგრადობა“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ