შეხვედრასთან დაკავშირებით ფიცოს მოწოდებაზე – კარგი, პარასკევს კიევში ჩამოდი

პარასკევს კიევში ჩამოდი, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, შეხვედრის გამართვის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოწოდებას.
„კარგი. პარასკევს კიევში ჩამოდი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ცნობისთვის, დღეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების საკითხზე მოლაპარაკებების მიზნით შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდა. რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრა სლოვაკეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაკ მირიანაშვილი: უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს. ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ