ვოლოდიმირ ზელენსკი – შეუძლებელია პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება, როდესაც სიცოცხლე იკარგება – ამის დავიწყება შეუძლებელია, მსოფლიოს ეს ეხსომება

შეუძლებელია პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება, როდესაც სიცოცხლე იკარგება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “
„მსოფლიომ იცის, რომ შესაძლებელია ტერორისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მსოფლიოს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, „შაჰედებისგან” დაცვის სისტემები და რაკეტები აქვს. და უკრაინისთვის იარაღის, ჩვენი ხალხის დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებების გაჭიანურება, სამწუხაროდ, ასეთ დანაკარგებს იწვევს [როგორც შაბათს ოდესაში], იმას, რომ ბავშვთა რიცხვი, რომლებსაც ართმევს სიცოცხლეს, მუდმივად იზრდება. ს იმაზე მეტი არ უთხოვია, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო. ხოლო როდესაც სიცოცხლეები იკარგება და პარტნიორებს უბრალოდ შიდა პოლიტიკური თამაშები ან კამათები აქვთ, რომლებიც ჩვენს თავდაცვას ზღუდავენ, ამის გაგება შეუძლებელია. შეუძლებელია ამაზე დათანხმება. და შეუძლებელი იქნება დავიწყება – მსოფლიოს ეს ეხსომება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დეტალები გაავრცელა ბავშვებზე, რომლებიც ოდესაში მრავალსართულიან სახლზე „შაჰედების” თავდასხმის შედეგად გარდაიცვალნენ, ან დაშავდნენ.
„ამ მომენტისთვის შვიდი გარდაცვლილის შესახებ არის ცნობილი, მათ შორის ორი ბავშვია. ჩვილი – ოთხი თვის, მას ტიმოფეი ერქვა. და ბიჭი – მარკი, ბავშვს სამი წელიც არ შეუსრულდა… რვა ადამიანი დაშავდა – კიდევ ერთი ბავშვი, სამი წლის, გოგო… ეს ტერორია, რომელსაც მხოლოდ სიცოცხლის განადგურება, მხოლოდ ადამიანების დაშინება აქვს მიზნად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა