– ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ პოლონეთში რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის უკან რუსული კვალია

ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ პოლონეთში რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის უკან რუსული კვალია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს ესაუბრა.
„პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის რკინიგზაზე მომხდარი დივერსიული აქტების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისა და დაზვერვის სამსახურებისგან მიღებული დეტალები გამიზიარა. დივერსიის მოსაწყობად და უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის დასაწყებად სოციალური პლატფორმა „ტელეგრამი“ იქნა გამოყენებული“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, პოლონეთთან თანამშრომლობისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის მზად არის.
„ჩვენი ინფორმაციაც იგივეა: ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ ამის უკან რუსული კვალია. ამით რუსების გარდა არავინ არის დაინტერესებული. შევთანხმდით, რომ უკრაინულ-პოლონურ ჯგუფს შევქმნით, რომელიც მომავალში რუსული მხარის მიერ მსგავსი სიტუაციების შექმნის თავიდან აცილების მიზნით იმუშავებს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ