ვოლოდიმირ ზელენსკი – ფრონტზე ვითარება რთულდება

რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, ბოლო დღეებში, ვითარება რთულდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
“ასეთ ცხელ ომში ფრონტზე ვითარება ყოველთვის რთულია, მაგრამ ბოლო დღეებში – და განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით – უფრო რთულდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდება შეზღუდულია, რუსეთს კი ჯერ კიდევ აქვს წვდომა კრიტიკულ კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის.
იყენებს ყოველ დღეს, კვირასა და თვეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მისაყენებლად. სამწუხაროდ, ს დახმარება კვლავ შეზღუდულია და რუსეთის სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს წვდომა კრიტიკულ კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უნდა აღიკვეთოს ტერორისტების უნარი, თანამონაწილეები ეძებონ მთელ მსოფლიოში და ასევე რუსული ტერორის ყველა ფორმა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც იცავს პოზიციებს და ანადგურებს ოკუპანტებს.