– ფრიდრიხ მერცს ვესაუბრე და დავარწმუნე, რომ პარტნიორების ნდობის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს

ფრიდრიხ მერცი დავარწმუნე, რომ პარტნიორების ნდობის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ახლახან, სამხედრო სამეთაურო პუნქტების მონახულების შემდეგ, გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ვესაუბრე. მას
ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გავაცანი და თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები განვიხილეთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ასევე, პოზიციები შევათანხმეთ ევროპული კურსისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. მის რჩევებს ვაფასებ და ფრიდრიხი დავარწმუნე, რომ უკრაინა პარტნიორების ნდობის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის, სტეფან კორნელიუსის ცნობით, ზელენსკიმ და მერცმა უკრაინის ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრეს.
„უკრაინის პრეზიდენტმა კანცლერს აცნობა კორუფციასთან დაკავშირებით გამოძიების შესახებ მისი მთავრობის წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც უკვე თანამდებობა დატოვეს. პრეზიდენტმა სრული გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული სააგენტოების მხარდაჭერის პირობა დადო. თავის მხრივ, კანცლერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მთავრობის მოლოდინს, რომ უკრაინა კორუფციასთან ბრძოლასა და რეფორმების გატარებას აქტიურად გააგრძელებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია – ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან