ვოლოდიმირ ზელენსკი ფილიპინებს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზელენსკი დღეს, ფილიპინების პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოსს შეხვდება. შეხვედრის დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება.
ზელენსკი შაბათ-კვირას სინგაპურში იმყოფებოდა. მან რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის, ამერიკელ კონგრესმენებთან და პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან, ასევე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის ფორუმზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ