სამრეწველო კომპლექსი ვითარდება, ოდესმე უკრაინა შეძლებს ნატოს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ამის პოტენციალი.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვა – ასეთი მუდმივი განვითარების პირობებში – დროის განმავლობაში ნამდვილად შეძლებს მსოფლიოს ყველაზე პროდუქტიული და ძლიერი თავდაცვის კომპლექსების ტოპ-10-ში მოხვედრას. ეს უკრაინის ნამდვილი პოტენციალია… და ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად შეძლებს უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და ნატოს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი გახდეს. ამისთვის ვმუშაობთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს უკრაინის თავდაცვით კომპლექსში უკვე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მუშაობს და “ეს ჩვენი სახელმწიფოს რამდენიმე წლის უდიდესი მიღწევაა”.
ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს შეთანხმებები პარტნიორებთან, კერძოდ აშშ-სთან, იარაღის ერთობლივად წარმოებაზე, სარემონტო ბაზის გაფართოებაზე, ახალი წარმოებების შექმნაზე, რომლებიც უკრაინაში იქნება განთავსებული.