ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საზღვართან იქნება, იქნებიან თუ არა პოლონელი კოლეგები – ჩემთვის უცნობია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საზღვართან იქნება, იქნებიან თუ არა პოლონელი კოლეგები – ჩემთვის უცნობია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ლვოვში დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მინისტრებთან და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პარასკევს, 23 თებერვალს, პოლონეთის საზღვართან იქნება.
“იქნებიან თუ არა პოლონელი კოლეგები – მათი პირადი გადაწყვეტილებაა. ხვალ შეიძლება არ ვიყოთ ამ ბრძოლის მეორე წლისთავის გამო. იქით არ მივდივარ, რომ ვინმე ხვალ გვთავაზობდა [შეხვედრას] – ჩვენ ღიად ვთქვით ეს, რომ მზად ვართ წინადადებებით, გადაწყვეტილებებით, ნაბიჯებით მივდიოდეთ შეხვედრაზე. მზად ვართ 24 თებერვლამდე საზღვართან ვიყოთ. იქნება თუ არა პოლონური მხარე – ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
პოლონეთის მხრიდან საზღვრის ბლოკადაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონელი ფერმერები ისეთ პროდუქციას ბლოკავენ, რომელიც ტრანზიტით სხვა ქვეყნებში მიდის.
“უკრაინული მარცვლეული არ მიდის პოლონეთის ბაზარზე – პოლონური მხარის სურვილით. ახალი გზები ვიპოვეთ, მაგრამ როდესაც ტრანზიტზე ვსაუბრობთ, ეს ცოტათი ცდება ევროპულ კანონმდებლობას. ამიტომ მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს საკითხი მოვაგვაროთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ