საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს

უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, განაცხადა.
„ჩვენს ავიაციას ვაძლიერებთ. ასევე, ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაზე. საფრანგეთთან ძლიერ შეთანხმებაზე ვმუშაობთ და მას მალე დავასრულებთ. ეს ისტორიული შეთანხმებაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საბერძნეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობს.
„შეთანხმებას ვამზადებთ, რათა უკრაინისთვის გაზის მიწოდების ვარიანტები გაიზარდოს, როგორც ამ ზამთრისთვის, ისე მომავლისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, 16 ნოემბერს საბერძნეთს ეწვევა, ხოლო 17 ნოემბერს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია