მზად არის მშვიდობისთვის – სრული სიმართლის დროა

-მა 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტა შემოგვთავაზა, ჩვენ მზად ვართ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, -მა უნდა დაარწმუნოს , რომ იგივე გააკეთოს და თუ დათანხმდება, სიჩუმე ამოქმედდება.
“დღეს საუბარში სწორედ ამერიკული მხარის წინადადება იყო შემდგომ პირველი ნაბიჯის გადადგმა და 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტის ცდა, არა მხოლოდ რაკეტებთან, დრონებთან და ბომბებთან მიმართებით, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ასევე, ფრონტის მთელ ხაზზე. იღებს ამ წინადადებას, დადებითად მიგვაჩნია ის, მზად ვართ ასეთი ნაბიჯი გადავდგათ და აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ეს გააკეთოს. ანუ ჩვენ ვთანხმდებით და თუ რუსები დათანხმდებიან – მაშინვე სიჩუმე ამოქმედდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბრის მნიშვნელოვანია ელემენტია აშშ-ის მზაობა განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.
“უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. თავისი მზადყოფნა, შეწყვიტონ ან გააგრძელონ ომი, რუსეთში უნდა აჩვენონ. სრული სიმართლის დროა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)