თავის მიწას ოკუპანტებს არ დაუთმობს

უკრაინა თავის მიწას ოკუპანტებს არ დაუთმობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ეს დროშა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბევრი ადამიანის მიზანი და ოცნებაა. ისინი ამ დროშას უფრთხილდებიან, რადგან იციან, რომ ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ დავუთმობთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, დემოკრატიული ერებისთვის უსაფრთხოების გარანტირება მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ფრონტზე იბრძვის და უკრაინის ინტერესებისთვის მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია